არ ვარ დამ­ნა­შა­ვე”- რა წერილს უგზავნის მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი სააგენტოს?! – ნახეთ რა გაამხილა მწყემსმა, რომელმაც სმიტების ოჯახი ამოხოცა

ხა­დას ხე­ო­ბა­ში, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის 3 წევ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წე­რილს უგ­ზავ­ნის.

უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი მწყემ­სი ცი­ხე­ში ყოფ­ნი­დან 3 წლის შემ­დე­გაც აცხა­დებს, რომ მკვლე­ლო­ბა მას არ ჩა­უ­დე­ნია. კო­ბა­უ­რი გან­მარ­ტავს, რომ მოკ­ლულ რა­ი­ან სმი­ტის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა აღარ სურს, ვი­ნა­ი­დან ამას ვერ ბე­დავს, თუმ­ცა მზა­დაა, რა­ი­ან სმი­ტის ძმას ესა­უბ­როს.

“3 წე­ლია უკვე აქ ვზი­ვარ და ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მქონ­და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ფიქ­რა, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო, მაგ­რამ მხო­ლოდ ის მაძ­ლი­ე­რებს, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი დღემ­დე ჩემ გვერ­დით არი­ან და ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში ერთი წუ­თი­თაც არ შე­უ­ტა­ნი­ათ ეჭვი. მამა ჩემ­თან პა­ემ­ნებ­ზე არ მო­დის, არ ვიცი რა­ტომ, ალ­ბათ, მის­თვის კი­დევ უფრო რთუ­ლია მისი შვი­ლის ასეთ დღე­ში ხილ­ვა, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით მუდ­მი­ვად გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. დედა და ჩემი ძმა კი გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ან ჩემ­თან და მათი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს“, – აცხა­დებს მსჯავ­რდე­ბუ­ლი.“

მე არ ვარ დამ­ნა­შა­ვე და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ პო­ზი­ცი­ას. ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვი­დან­ვე არ ვაც­ნო­ბე იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემ­თვის რა­ი­ან სმი­ტის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო. მე უბ­რა­ლოდ შე­მე­შინ­და, რომ ყვე­ლა­ფერს მე და­მაბ­რა­ლებ­დნენ და მთე­ლი სის­ტე­მა ჩემ­ზე შე­იწ­მენ­დდა ხე­ლებს. სა­ბო­ლო­ოდ კი ასეც მოხ­და“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ურ­მა.

შეგახსენებთ, 2018 წელს, ხა­დას ხე­ო­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რა­ი­ან და ლორა სმი­ტე­ბის, მათ შო­რის, მათი 4 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 19 წლის მწყემ­სი, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი და­ა­კა­ვეს. მას გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. კო­ბა­უ­რი ბრალს არ აღი­ა­რებს